|
2023-01-31 13:58:04, 1567 ნახვა
პოლიტიკა
5 ივლისის ორგანიზატორები LGBTQ+ მანიფესტაციების კანონით აკრძალვას ითხოვენ
პრორუსული პარტია „ალტ-ინფო“ და კონსერვატიული მოძრაობის წევრები LGBT+ ადამიანების მანიფესტაციების შეზღუდვას ითხოვენ. 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებმა პარლამენტში კანონპროექტი უკვე წარადგინეს. დოკუმენტის ავტორებმა - ზურაბ მახარაძემ, ირაკლი მორგოშიამ, შოთა მარტინენკომ, კონსტანტინე მორგოშიამ და გიორგი ქარდავამ პარლამენტში კანონპროექტი 25 000 ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესის გზით დაარეგისტრირეს. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის მასობრივმა პროტესტმა ნათლად აჩვენა, რომ ქართულ სივრცეში ამ ღონისძიებების ჩატარება ზღვრის გადაკვეთას წარმოადგენს და უნდა აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, "თუ იგი მიზნად ისახავს, ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას". გარდა ამისა, 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ ცვლილებები შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც - კერძოდ, განისაზღვროს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-9, მე-10¹, მე-11 და 11¹ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს 3 000 ლარით დაჯარიმებას ან 25 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, 5 000-ლარიან ჯარიმას ან 30 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)