11:42 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 10:12:36, 1132 ნახვა

პოლიტიკა
მარკ ფეიგინი - საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის, ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ

საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის, ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ,- ამის შესახებ რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა.

ფეიგინის თქმით, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება ამ მოთხოვნაზე არ რეაგირებს, სხვა ტაქტიკას მიმართავენ, რომელიც ოფიციალური თბილისისთვის უფრო მტკივნეული იქნება. ამასთან, მის გეგმასთან დაკავშირებით უფორ მეტი დეტალი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ. ვიმოქმედებთ მათზე ვინც იღებს გადაწყვეტილებებს დასავლეთში, მათ შორის სანქციებზე, ასევე პოლიტიკურ ზეწოლაზე. მათზე ვისაც საქართველო ჯერჯერობით მოკავშირედ თვლის. მოვამზადებთ ახალ აქციას. მოვიკრებთ ძალებს და ზემოქმედება იქნება საკმაოდ მტკივნეული, რადგან საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ რეაგირებს. ეს ძალიან ცუდია. 190 სანტიმეტრიანი ადამიანი იწონის 69 კილოგრამს - დააკვირდით შეფარდებას. ასე რომ შევათანხმებთ, მოვემზადებით და ვეცდებით გავაგებინოთ ახლა უკვე აშშ-ის და ევროპის, მათ შორის იმ საფრანგეთის ლიდერებს - რომლის მოქალაქეობაც ქალბატონ ზურაბიშვილს ჰქონდა,  რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის მზად ჰუმანიტარული აქციისთვის, რომ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში მკურნალობის მიზნით გაათავისუფლოს",- განაცხადა ფეიგინმა.

ცნობისთვის, მარკ ფეიგინის ინიციატივით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოწოდებით აქციები გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics