|
2023-01-30 21:15:23, 852 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემირს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ ოლეგ სერებრიანს შეხვდა. მხარეებმა, მოლდოვასა და საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად და მათი ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს. ასევე, საქართველოსა და მოლდოვაში, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მიმდინარე პროგრამები განიხილეს. ზურაბ აზარაშვილმა, დელეგაციის წევრებს, სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა გააცნო. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ კი, სტუმრებს, გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის, მატერიალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამები წარუდგინა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. მოლდოვას რესპუბლიკის დელეგაცია, საქართველოში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის მოწვევით ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტის მიზანია მოლდოვასა და საქართველოში რეინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე და სხვა შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ასევე - სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯების დასახვა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)