|
2023-01-30 18:36:52, 861 ნახვა
პოლიტიკა
ჰერმან საბო - მიშამ „დალოცა“ ხაბე და მისი გუნდი, რაშიც მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოიაზრებიან - შეთანხმების რაღაცნაირი სუნი ჟონავს
„მიშამ „დალოცა“ ხაბე და მისი გუნდი, რაშიც მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოიაზრებიან და ამით სიგნალი გაუშვა, რომ კმაყოფილია იმ შედეგით, რაც დადგა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა. მისივე თქმით, ვარაუდის დონეზე, ეს რაღაც მხრივ "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებული თამაშია ახლა, როდესაც მიშა ცდილობს დისტანცირდეს პოლიტიკიდან და თავისი გადაწყვეტილების სერიოზულობა დაამტკიცოს, რაღაც ქმედება გახდა საჭირო, რომ დაემტკიცებინა, რომ მზად არის ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს და სანაცვლოდ გაიყვანონ ქვეყნიდან. მან დასძინა, რომ შეთანხმების რაღაცნაირი სუნი ჟონავს. „მიშამ „დალოცა“ ხაბე და მისი გუნდი, რაშიც მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოიაზრებიან და ამით სიგნალი გაუშვა, რომ კმაყოფილია იმ შედეგით, რაც დადგა. ან პოსტ-ფაქტუმ არის კმაყოფილი, ან წინასწარ ასე იყო გათვლილი. რა თქმა უნდა ვარაუდის დონეზე, მე იმ ვერსიას ვეთანხმები, რომ ეს ყველაფერი, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული თამაში იყო. ისე არ გაიგოთ, რომ მე ვაკრიტიკებ მათ ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. „გირჩი“ ყოველთვის ვიძახდით, რომ მიხეილ სააკაშვილის რაღაც სახით გამოშვების წინაპირობა რაღაც სახის პოლიტიკური შეთანხმებაა „ქართულ ოცნებასთან“. ასეთ შეთანხმებას მოველოდით კიდეც, უბრალოდ გული მწყდება, რომ თუ ასეთი შეთანხმება არსებობდა რაღაცნაირი სპექტაკლით რატომ გვატყუებდნენ, რომ რაღაცნაირი დაპირისპირება და პარტიის გადაბირება იყო? მანამ, სანამ მიშა იქნებოდა ამ პარტიის ფლაგმანი, რაც არ უნდა კომპრომატების ომი ყოფილიყო, მიშას რეიტინგი მიშასთან დარჩებოდა. ახლა, როდესაც მიშა ცდილობს დისტანცირდეს პოლიტიკიდან და თავისი გადაწყვეტილების სერიოზულობა დაამტკიცოს, რაღაც ქმედება გახდა საჭირო, რომ დაემტკიცებინა, რომ მზად არის ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს და სანაცვლოდ გაიყვანონ ქვეყნიდან. ამ შეთანხმების რაღაცნაირი სუნი ჟონავს“, - განაცხადა საბომ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)