|
2023-01-30 17:26:18, 1569 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ოლიმპიური კომიტეტი აკვირდება, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდგომ გენოციდისთვის პლატფორმას სთავაზობს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არის ომის, მკვლელობისა და განადგურების ხელშემწყობი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ სთავაზობს რუსეთს გენოციდის ხელშეწყობის პლატფორმას. "ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ სთავაზობს რუსეთს გენოციდის ხელშეწყობის პლატფორმას. აშკარაა, რომ რუსული ფული, რომელიც ყიდულობს ოლიმპიურ ფარისევლობას, უკრაინის სისხლის სუნი არ ასდის", - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 25 იანვარს მოუწოდა სპორტულ ფედერაციებს, დაუშვან რუსი და ბელორუსი სპორტსმენებს ნეიტრალურ სტატუსში ასპარეზობა, რამდენიმე პირობის გათვალისწინებით, მათ შორის იმ პირობით, რომ ისინი არ უჭერენ მხარს ომს. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა სპორტულ კომიტეტს, რომ არ დაუშვან რუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს ნეიტრალიტეტი, როცა ასეთი ომია და რომ, რუსი სპორტსმენების ნებისმიერი ნეიტრალური დროშა სისხლით არის შეღებილი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)