|
2023-01-29 15:00:12, 1578 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები სჭირდება, მტერმა დაუსჯელობა ვერ უნდა იგრძნოს
უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები სჭირდება, მტერმა დაუსჯელობა ვერ უნდა იგრძნოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ ასევე მოაწერა ხელი იმ იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ვინც რუს ოკუპანტებს იარაღის გადატანაში ეხმარება. "ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების დაბომბვა დილიდან განაახლეს. მტერმა C- 300 ტიპის სარაკეტო საზენიტო სისტემა გამოიყენა. რაკეტები საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ მოვლენად იქცა. რუსების ყველაფერს ბომბავენ. დონბასი ხარკოვი და ქვეყნის სხვა ტერიტორიები ინტენსიურად იბომბება. აუუკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები სჭირდება. მტერმა დაუსჯელობა ვერ უნდა იგრძნოს. ოკუპანტებს ხელი უნდა შევუშალოთ ფრონტის ხაზის მიღმა საჰაერო იერიშები მიიტანონ. ყველაფერს გავაკეთებთ რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი იარაღი მიიღონ. დღეს იმ იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოვაწერე ხელი, ვინც ოკუპანტების იარაღის გადატანაში ეხმარება. სულ 185 კომპანია და ფიზიკურ პირს. ყველაფერს გავაკეთებთ რომ მსგავსი შეზღუდვები სხვა ქვეყნებმაც დააწესონ",- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)