2023-01-28 10:08:34, 1876 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე
დღეს ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 2004 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, სადაც ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა.
"2004 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, სადაც ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა. ჩემი პრეზიდენტობის დროს მთლიანი შიდა პროდუქტი ოთხჯერ გაიზარდა, კორუფცია თითქმის სრულად გაქრა და ჩვენ დავიწყეთ ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო შემთხვევებიც, როგორიცაა ბანკირი სანდრო გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც მიკერძოებულად იყო გაშუქებული. რეტროსპექტივაში, დღეს ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე",- განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,