12:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 23:55:24, 1442 ნახვა

პოლიტიკა
მუმლაძე - პარტიის უსუსური მდგომარეობა, გულწრფელი ადამიანების დეფიციტმა გამოიწვია

გულწრფელი ადამიანების დეფიციტმა გამოიწვია ნაცმოძრაობაში ეს უსუსური მდგომარეობა, რაც ახლა პარტიას აქვს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის მოქმედი თავჯდომარე არ მოქმედებს საკმარისად. აქედან გამომდინარე მუმლაძემ მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ დაუჭირონ მხარი, რათა გულწრფელად დაიწყოს ცვლილებები "ნაციონალურ მოძრაობაში".

"გულწრფელი ადამიანების დეფიციტმა გამოიწვია ნაცმოძრაობაში ეს უსუსური მდგომარეობა, რაც ახლა პარტიას აქვს. ამიტომ ვთავაზობ ჩემს მხარდამჭერებს, დამიჭირეთ მხარი და ვიბრძოლოთ გულწრფელად. მათ შორის, ერთი ხმისთვის. ნუგზარ ფუტკარაძე რომ მოკლა რეჟიმმა ბათუმში, სრულიად საკმარისი იყო, რომ ხელისუფლება შეგვეცვალა, თუ ჩვენ ვიმოქმედებდით. ადამიანი სიკვდილი არ უნდა შერჩეს ხელისუფლებას სკამისთვის. რომ ვერ იმოქმედა ოპოზიციამ, მათ შორის ნიკა მელიას მივმართავ, ეს არის ჩვენი სირცხვილი და მთელი ოპოზიციის სირცხვილი", - განაცხადა მუმლაძემ.

შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების დღედ 2023 წლის 28-29 იანვარი განისაზღვრა, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძოლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics