11:26 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 17:56:36, 1046 ნახვა

საზოგადოება
ზარქუა - წალენჯიხის წყლით უზრუნველსაყოფად 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც 2025 წლამდე უზრუნველყოფს წალენჯიხის წყლით მომარაგებას, რისთვისაც 25 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ხორციელდება პრემიერის ინიციატივით, საქართველოს განვითარების სტრატეგია 2030-ის ფარგლებში. მან დასძინა, რომ წალენჯიხის პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის რეზერვუარებს, სათავო ნაგებობს და შეიცვლება დაახლოებით 60 კილომეტრამდე მილები.

„პრემიერის ინიციატივით, საქართველოს განვითარების სტრატეგია 2030-ის მიხედვით, რეგიონებში ხორციელდება პროექტები წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც 2025 წლამდე უზრუნველყოფს წალენჯიხის წყლით მომარაგებას. ეს ნიშნავს, რომ დაახლებით 25 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს წყლის რეზერვუარებს, სათავო ნაგებობებს, შეიცვლება დაახლოებით 60 კილომეტრამდე მილები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ამისთვის კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ამავე დროს, წალენჯიხას დღემდე აქვს წყალარინების პრობლემა, რომელიც არ აქვს და არ ყოფილა არასდროს. ამ პრობლემის მოგვარებას ბუნებრივია გარკვეული ფინანსური რესურსი სჭირდება და ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება პრემიერთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებები. ეს დაკავშირებულია რამდენიმე ათეულ მილიონთან და დარწმუნებული ვარ, მთავრობასთან ერთად მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ წალენჯიხას ეს პრობლემაც მოვუგვაროთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics