|
2023-01-27 14:46:59, 1576 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - პუტინი უკრაინაზე ახალ თავდასხმას თებერვალ-მარტისთვის გეგმავს
ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე ახალ თავდასხმას თებერვალ-მარტისთვის გეგმავს,- ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კრემლს სურს, მოახდინოს იმის დემონსტრაცია, რომ რამდენიმეთვიანი უკან დახევის შემდეგ, მათ სამხედრო ძალებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა ომის მიმდინარეობაში ინიციატივა გამოიჩინონ. მათივე ცნობით, კრემლთან დაახლოებულმა პირებმა აღნიშნეს, რომ რუსული შეტევის განახლება შესაძლოა თებერვალში ან მარტში დაიწყოს, მანამ, სანამ უკრაინა მიიღებს ახლახან დაპირებულ საბრძოლო ტანკებს აშშ-დან და ევროპიდან. "პუტინი გეგმავს, რომ ახალი თავდასხმით ზეწოლა გაზარდოს კიევზე, რათა უკრაინული მხარე გარკვეულ ზავზე დაითანხმოს, რომლის მიხედვითაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები კვლავ რუსული კონტროლის ქვეშ დარჩებიან. თავად პუტინიც ვერ უარყოფს რუსული სამხედრო ძალების სისუსტეს, მას შემდეგ რაც მათ უკრაინაში მოპოვებული ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკან დახევის შემდეგ დათმეს. მათივე თქმით, უამრავი წარუმატებლობის შემდეგ, კრემლში უფრო რეალისტურები გახდნენ მათი ამბიციების შესახებ, რადგან მიხვდნენ, რომ ამ სიტუაციაში არსებული ფრონტის ხაზის შენარჩუნებაც კი მიღწევა იყო",- წერს გამოცემა. ამასთან Bloomberg-ის ცნობით, პუტინს კვლავ სჯერა, რომ რუსეთის მრავალრიცხოვანი ძალები და მათი მზაობა, მიიღონ დანაკარგები მისცემს რუსეთს შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ გაიმარჯვოს, მიუხედავად ამდენი მარცხისა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)