12:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 11:36:15, 1167 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძემ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა - თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და უწყების თანამშრომლები.

"შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა - თამარ გვარამაძემ.
ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობის ფარგლებში გამოვლენილ გამოწვევებსა და მათი ერთობლივად გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის მანდატის ძირითადი ასპექტები, სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის სპეციფიკა და მიმდინარე საქმიანობა მიმოიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები დასახეს.
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის - „საგარეო უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics