|
2023-01-26 17:12:50, 950 ნახვა
საზოგადოება
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში კონტროლის მექანიზმები მკაცრდება
საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილება, რომლის საფუძველზეც ელექტროდენით, ელექტროშოკით ან სხვა აკრძალული იარაღით თევზჭერისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უქმდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგინდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2022 წელს გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური ოდენობა 44 400 ლარია. „ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, დეპარტამენტში, ბოლო წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, საკანონმდებლო მიმართულებით - საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილება დეპარტამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით თევზჭერისთვის უქმდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. პარალელურად, დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სისტემატურად ახორციელებს ეკიპაჟების შესაბამისი საშუალებებით - მაღალი გამავლობის ავტომანქანებით, ვიდეორეგისტრატორებით, სამხრე კამერებით, დრონებით, ფოტოხაფანგებითა და მცურავი საშუალებებით აღჭურვას. ბრაკონიერობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის შედეგია ის, რომ დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ფაქტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 24-საათიანი პატრულირების, ასევე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 525 ფაქტი გამოავლინეს. 2021 წელს კი გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 353 ფაქტი. 2022 წელს გამოვლენილი 525 სამართალდარღვევიდან, 118 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ამავე პერიოდში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) სავარაუდო უკანონო თევზჭერასთან დაკავშირებით, სულ შევიდა 206 შეტყობინება. 2022 წელს სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ჯამური ოდენობა 44 400 ლარია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)