12:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 12:47:49, 799 ნახვა

საზოგადოება
ჩხაიძე - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმს ან ექთანს სააკაშვილის გონების კარგვა არ დაუფიქსირებია

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კლინიკის ექიმებსა და ექთნებს მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი არ დაუფიქსირებიათ.

როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ისტორიაში ნაჩვენებია, რომ "ეს არის პაციენტის გადმოცემით", თუმცა, შემთხვევა არ ყოფილა.

"რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა ჟღერდება, არც ერთ შემთხვევაში, ექიმის, ექთნის მიერ დაფიქსირებული გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. 24 საათი ექთანი არის ადგილი, პაციენტზე პერსონალური ექთანია მიმაგრებული. მე გეუბნებით რეალობას და ვის რა რეალობა აწყობს, ეგ ცალკე საკითხია. ისტორიაში ფიქსირდება, რომ ეს არის ავადმყოფის გადმოცემით, მაგრამ დაფიქსირებული არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა", - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

მისი თქმით, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის რესპირატორული და ყველა სხვა ტიპის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.

"პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები არის სტაბილური. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება პაციენტს. აქედან გამომდინარე, რაც განაცხადა ადვოკატმა, რომ სარეანიმაციო პაციენტია, ეს არის ადვოკატის ხედვა. პაციენტი კონსულტირდება ყოვედღიურად სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, ამიტომ აგრძელებს მკურნალობას პალატაში. კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. არის მსუბუქი გამოვლინება და როგორც გითხარით, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და სხვა დანარჩენი მაჩვენებლებიც არის ნორმის ფარგლებში. რისკებზე მე ვსაუბრობ ზოგადად იმიტომ, რომ კოვიდს, ზოგადად, ახასიათებს გართულებები. მით უმეტეს ამ შემთხვევაში, როდესაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, არ არის რამე გართულებაც გამორიცხული, მაგრამ ამ ეტაპზე, არანაირი მიმანიშნებელი იმისა, რომ გართულებასთან გვაქვს ან გვექნება საქმე, არ არის", - განაცხადა ჩხაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics