|
2023-01-26 12:18:38, 750 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი - სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაზრდილია
სულ უფრო და უფრო იზრდება ევრაზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის როლი და მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან თქვა, საბაჟო განუხრელად ახორციელებს გაზრდილი მოცულობის საბაჟო უზრუნველყოფას. „პოსტპანდემიისა და მიმდინარე ომის, შედეგად საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. სულ უფრო და უფრო იზრდება ევრაზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის როლი, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ივარაუდება, რომ ტვირთის მოცულობა შუა დერეფანში რამდენჯერმე გაიზრდება. ჩვენი საბაჟო განუხრელად ახორციელებს გაზრდილი მოცულობის საბაჟო უზრუნველყოფას. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანაა, არსებული ინფრასტრუქტურის უფრო მეტი ეფექტიანობით გამოყენება და მისი სწრაფი განვითარება. როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს საავტომობილო გზების მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომლის ძირითადი ნაწილი 2024 წლისთვის დასრულდება. იმავდროულად, ხდება რკინიგზის რეაბილიტაცია, პორტისა და საჰაერო ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარება. გასულ 2022 წელს, ჩვენ გვქონდა საშუალება, საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაგვეხსნა „ნინოწმინდის" საბაჟო გამშვები პუნქტის ახალი შენობა-ნაგებობა. 2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იხსნება „ლაგოდეხის" საბაჟო გამშვები პუნქტის ასევე სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. ცხადია, მიმდინარეობს სხვა გამშვები პუნქტების სრული რეაბილიტაცია-განახლება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)