|
2023-01-26 09:04:46, 1611 ნახვა
ომი უკრაინაში
კირბი - გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე ამერიკული Abrams-ის ტანკები
გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე ამერიკული Abrams-ის ტანკები,- ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. კირბის თქმით, უკრაინაში ამერიკული Abrams-ების გაგზავნას მრავალი თვე დასჭირდება. „Leopard-ის ტანკები ასევე ძალიან დახვეწილია. ისინი ძალიან კარგი ტანკებია და ევროპის კონტინენტზე ბევრი მათგანია. მადლობელი ვართ, რომ გერმანელები აპირებენ დაუყოვნებლივ გადასცენ 14 ტანკი. ამასთან, ისინი აპირებენ იმუშაონ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაამატონ ტანკების ორი სრული ბატალიონი, ეს არის დაახლოებით 60 ტანკი. ისინი უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე Abrams-ები“, - განაცხადა კირბიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)