|
2023-01-25 17:21:56, 1737 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი Leopard-ებზე - მწვანე შუქი პარტნიორებს, დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამო
გერმანული მთავარი საბრძოლო ტანკები, თავდაცვის მხარდაჭერისა და სასწავლო მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქი პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მიწოდებისთვის, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემის საკითხს. მისივე თქმით, ამ ყველაფრის შესახებ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრის დროს შეიტყო. მან დასძინა, რომ მიღებული გადაწყვეტილება გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვანი და დროული იყო, რის გამოც მადლობას უხდის კანცლერს და გერმანელ მეგობრებს. "გერმანული მთავარი საბრძოლო ტანკები, თავდაცვის მხარდაჭერისა და სასწავლო მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქი პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მიწოდებისთვის. ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ, მხოლოდ მაშინ გავიგე როდესაც ოლაფ შოლცს ვესაუბრებოდი. გულწრფელად მადლობელი ვარ კანცლერის და ყველა ჩვენი გერმანელი მეგობრის". - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, მანამდე გერმანულმა გამოცემა, Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლაფ შოლცმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)