|
2023-01-25 13:41:24, 1670 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ნატო არ არის ომის მონაწილე, ჩვენ არ ვაგზავნით ჯარს ან თვითმფრინავს უკრაინაში
ნატო არ არის ომის მონაწილე, ჩვენ არ ვაგზავნით ჯარს ან თვითმფრინავს უკრაინაში,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt- თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ალიანსი არ მიიღებს მონაწილეობას ომში, რომელიც რუსეთმა უკრაინელების წინააღმდეგ გააჩაღა. „უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს ნატომ გადაწყვიტა უკრაინელების მხარდაჭერა. ამასთან, ჩვენ გამოვრიცხეთ ნატოს მონაწილეობა ომში. ალიანსი არ არის ომის მონაწილე და ასე იქნება. ჩვენ არ ვაგზავნით ჩვენს ჯარს უკრაინაში, არც თვითმფრინავებს. ბოლოს და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის დაპყრობითი ომი დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება გაეროს წესდების მიხედვით და ჩვენ გვაქვს უფლება დავეხმაროთ მათ ამ უფლების დაცვაში. რა თქმა უნდა, ესკალაციის რისკი ყოველთვის არის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერება ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“,- განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა. „ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა, მაგრამ რუსული ბირთვული რიტორიკა სრულიად უპასუხისმგებლო და სახიფათოა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომის წარმოება და მოგება შეუძლებელია",- დასძინა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)