14:48 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 00:00:08, 1122 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი მელიაზე - თანამდებობებს ინაწილებს, როცა მესამე პრეზიდენტს კოვიდი დაუდასტურდა

თანამდებობებს ინაწილებს, როცა მესამე პრეზიდენტს კოვიდი დაუდასტურდა, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელიას ბრიფინგს, რომელმაც გამარჯვების შემთხვევაში თავისი გუნდი წარადგინა.

ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელია იძახდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ სამკურნალოდ არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა, ახლა კი, როდესაც სააკაშვილს COVID 19 დაუდასტრდა, პარტიის მოქმედი თავჯდომარე ნიკა მელია თანამდებობებს ინაწილებს. მან დასძინა, რომ მასსა და მელიას შორი განსხვავება სწორედ ამ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს შორის არის.

"ჩვენ შორის განსხვავება სწორედ მიდგომებს და დამოკიდებულებებს შორის არის. დღეს კოვიდი დაუდასტურდა პრეზიდენტ სააკაშვილს, არის უმძიმეს მდგომარეობაში, ეს ადამიანი ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებს, ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილის. ეს არის ზუსტად ჩემსა და მის დამოკიდებულებებს შორის სხვაობა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics