14:49 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 14:50:32, 923 ნახვა

პოლიტიკა
კასიანოვი - რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგენის შემთხვევაში, უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს

უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს,- აღნიშნულის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმს, ანდრეი კასიანოვმა  "Европейской правда"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევაკუაცია განიხილება უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

"პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში.

ხაზს ვუსვამ: მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ არ ვიქნებით ჩუმად. ჩვენ ვიმუშავებთ და მივიღებთ ყველა ზომას. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი",- განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვის თქმით, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შესვლის გამო, უსაფრთხოდ ყოფნის საფრთხის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საელჩო ყველანაირად უწყობს ხელს უკრაინის მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას.

„ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ უკან დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“,- დასძინა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.

ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზი კი, საქართველოში 2019 წლის ივნისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციები გახდა.

ამასთნ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ მიესალმება რუსეთთან ფრენების აღდგენას.

ხოლო ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება რუსეთის მხარეს თამაშობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ არ მიიღოს EU-ს კანდიდატის სტატუსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics