12:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 13:50:38, 864 ნახვა

საზოგადოება
40 დევნილ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები გადაეცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ნგრევად შენობებში მცხოვრებ ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თბილისში ბინები გადასცა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართი 40-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის არიან სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები. 

"ამ ეტაპზე „ქართლში“ მცხოვრები 140 ოჯახიდან 100-მდე ოჯახი ახალი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებულია. 

დევნილი ოჯახებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.

2023 წელს, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კი, ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics