15:48 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 17:31:41, 788 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მხარი დავუჭირეთ ტინი კოქსის კანდიდატურას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მხარი დავუჭირეთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას - ამის შესახებ  სტრასბურგში მყოფმა „ქართული ოცნების“  თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ალტერნატიული კანდიდატი იყო უკრაინის წარმომადგენელი მერეჟკო, რომელიც ჩართული იყო მმართველი გუნდისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ცვლილებების მიღებაში. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში.

„ჩვენ მხარი დავუჭირეთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას. ეს არის მიღებული პრაქტიკა ევროპის საბჭოში, რომ როდესაც ერთხელ არის არჩეული კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კვოტით პრეზიდენტი, ხდება მეორე ვადით მისი ხელახლა არჩევა. ამ შემთხვევაში ტარდება არჩევნები. იყო ალტერნატიული კანდიდატი, თუმცა, ჩვენ არსებითად მხარი დავუჭირეთ იმ პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც ჩამოყალიბებულია ასამბლეაში. ალტერნატიული კანდიდატი იყო ბატონი მერეჟკო, უკრაინის წარმომადგენელი, რომელიც ჩართული იყო ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ცვლილებების მიღებაში. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში, წინა სესიაზე, რაც ჩვენთვის იყო კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთერთი ფაქტორი, რატომაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ მის კანდიდატურას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics