12:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 17:10:32, 850 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ბერლინში შეხვდა

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023” ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ დიძის სმიტს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროკავშირის რეგულაციებთან და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით ლატვიის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარების საკითხები მხარეებს შორის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.  

„სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გვეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის და ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების საკითხებზე. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში განხორციელდა 9.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. აღნიშნული მაჩვენებელი 15%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2022 წელს, საქართველოდან ლატვიაში, ძირითადად, ექსპორტირებული იყო ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები და თხილი.

2022 წელს, ლატვიის რესპუბლიკაში ღვინის ექსპორტის ღირებულებამ 4.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics