10:10 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 16:01:41, 3470 ნახვა

ომი უკრაინაში
ლავროვი - ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, ეს ნამდვილი ომია დასავლეთსა და რუსეთს შორის

ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი რუსული.

"როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ნამდვილი, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ, ცდილობს რა გაანადგუროს ყველაფერი რუსული. ენიდან დაწყებული კულტურამდე“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმითვე, დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინაში რუსული ენის წინააღმდეგ შემოღებულ რეპრესიულ კანონებს. 

ცნობისთვის, 2019 წელს უკრაინაში ამოქმედდა კანონი „უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ“. დოკუმენტის მიხედვით, ყველა სახელმწიფო ორგანო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვალდებულია გამოიყენოს მხოლოდ უკრაინული ენა.

ამასთან, ლავროვმა არაერთხელ უწოდა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებას „ჰიბრიდული ომი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics