|
2023-01-21 17:04:41, 1590 ნახვა
ომი უკრაინაში
სენატორები გერმანიას - დავიღალეთ სპექტაკლებით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როდის აპირებს მათ გაგზავნას
პარასკევს სენატორები ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაითჰაუსი შეხვდნენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა მთავრობის წარმომადგენლებს უკრაინაში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც გერმანიამ ვერ მიაღწია შეთანხმებას თავის მთავარ დასავლელ მოკავშირეებთან უკრაინაში Leopard 2 ტანკების გაგზავნის თაობაზე რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ. სენატორების თქმით, მათ საერთო მიზანი აქვთ, რაც გულისხმობს რუსეთის ჯარების განდევნას უკრაინიდან, ამ მიზნის მისაღწევად კი უკრაინელ სამხედროებს ტანკები ესაჭიროებათ, მათ მოუწოდეს გერმანელებს გაგზავნონ ტანკები უკრაინაში პუტინის დასამარცხებლად, პუტინის დამარცხება შედის როგორც გერმანიის, ასევე მშვიდობიანი სამყაროს ინტერესებში "ჩვენ სამივეს, ერთ რესპუბლიკელსა და ორ დემოკრატს, ერთი და იმავე მიზანი გვაქვს – უკრაინამ რუსები უკრაინიდან განდევნოს. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს ტანკები სჭირდებათ. დავიღალეთ სპექტაკლებით იმასთან დაკავშირებით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როდის აპირებს მათ გაგზავნას. პუტინი ცდილობს იარაღის ძალით გადაწეროს ევროპის რუკა. მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ დგას". – ნათქვამია სენატორი გრეჰემის განცხადებაში. შეგახსენებთ, Leopard 2 ტანკები განიხილება, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თანამედროვე სამხედრო მანქანა, რომელიც გააძლიერებს კიევის ძალებს, როდესაც რუსეთთან ომი ერთწლიან ნიშნულს უახლოვდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)