|
2015-01-06 17:35:01, 4699 ნახვა
ეკონომიკა
რუსული ვალუტა ნავთობზე ფასის ვარდნასთან ერთად უფასურდება
მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსმა 63 რუბლი შეადგინა, ევრომ კი 74,9 რუბლი. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“-ს რუსული სააგენტო ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსული ვალუტის გაუფასურება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების ვარდნისგანაა გამოწვეული. ბოლო მონაცემებით, ლონდონის ბირჟაზე ერთი ბარელი „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 52 დოლარზე ნაკლებს შეადგენს. დოლარისა და ევროს კურსი უკვე ორი დღეა შეუჩერებლივ იზრდება და 2015 წლის დასაწყისში დოლარის კურსმა რუბლთან მიმართებაში 12,7%-ით მოიმატა, ხოლო ევრომ 9,1%-ით. 31 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სადღესასწაულო დღეებში 1 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით, უცხოურ ვალუტებზე ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც დოლარის კურსი 56,24 რუბლს შეადგენს, ხოლო ევრო 68,37 რულს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)