|
2023-01-20 10:21:32, 926 ნახვა
საზოგადოება
ორი საათი სახლში მყავდა დაჭრილი, ვერ გავდიოდი გარეთ, მეშინოდა - თვითმხილველი საგარეჯოში მომხდარზე
ორი საათი სახლში მყავდა დაჭრილი, ორი ჭრილობა ჰქონდა ფეხში... ვერ გავდიოდი გარეთ, მეშინოდა, - საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას მომხდარის დეტალებს იხსენებს. როგორც თვითმხილველი ამბობს, დაშავებულს პირველადი დახმარება სახლის პირობებში გაუწია, მერე კი პოლიკლინიკაში წაიყვანა. "ამაზე მეტი რა გაინტერესებთ, მე მეძინა. სახლიდან ვერ გავდიოდით, მერე კუთხე-კუთხე გავატარე, წავიყვანე პოლიკლინიკაში, რამე უშველეთ-მეთქი. ორი საათი სახლში მყავდა დაჭრილი. ორი ჭრილობა ჰქონდა ფეხში... ვუშველე, ჩემებურად დავამუშავე, სახლში არაყი მქონდა... ვერ გავდიოდი გარეთ, მეშინოდა, წარმოიდგინეთ, მეშინოდა"- ამბობს ადგილობრივი. ცნობისთვის, 20 იანვარს გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი. აღნიშნული ინფორმაცია მალევე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელია. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მისულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ პირი, რომელიც აივნიდან გასროლას ახორციელებდა, ყოფილი სამხედროა და თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა. თავდამსხმელმა, სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, თვითლიკვიდაცია განახორციელა. გამნაღმველებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა დილის 6 საათზე დაასრულეს. ტერიტორია ამ დროისთვის უსაფრთხოა და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)