|
2023-01-19 21:18:14, 991 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო - ქართველი პოლიტიკოსების პრორუსული რიტორიკა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კურსს ეწინააღმდეგება
ასეთი პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს გახდეს ევროკავშირის წევრი, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირების აღდგენის საკითხზე. მისივე თქმით, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან უკრაინისთვის სოლიდარობის არ არსებობა, იმის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინელებს გენოციდს უწყობს, არის პოლიტიკური სისასტიკე. მან დასძინა, რომ უკრაინის დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებშიც შედის. “ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან უკრაინასთან ეფექტური სოლიდარობის არარსებობა რუსეთის მცდელობის ფონზე, გაანადგუროს უკრაინელები გენოციდურ ომში, არის პოლიტიკური სისასტიკე. საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის გაწევაში და უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციაში, შეესაბამება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებსაც", - განაცხადა ნიკოლენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)