|
2023-01-18 22:39:08, 765 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - თუ გვსურს მოლაპარაკებების მაგიდასთან გადანაცვლება, უკრაინას მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ
უკრაინას სჭირდება იარაღის "მნიშვნელოვანი ზრდა" რუსეთის შემოჭრის გადამწყვეტ მომენტში, ასეთი მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Reuters-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, თუ არსებობს სურვილი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადანაცვლების და მშვიდობიანი გზით ომის დასრულების, პარტნიორებმა უკრაინას მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ. "ეს ომის გადამწყვეტი მომენტია და დგას უკრაინისთვის გაძლიერებული მხარდაჭერის საჭიროება. თუ გვსურს ხვალ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადავინაცვლოთ და მშვიდობიანი გზით მივიღოთ გადაწყვეტილება, დღეს მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას". - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, 20 იანვარს გერმანიაში გაიმართება შეხვედრა, რომელსაც 50 ქვეყნის თავდაცვის ლიდერი დაესწრება. შეხვედრაზე გადაწყდება გადასცემს, თუ არა გერმანია უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)