|
2023-01-18 17:54:01, 937 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია ენმ-ზე - რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს ეჭიდებიან, როგორც მაშველ რგოლს და მერე ორი-სამი დღე ტივტივებენ
მე ლავროვისგან ვერც ქათინაურს ვერ მივიღებ და ვერც შექებას, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მთავრობა შეაქო იმის გამო, რომ ის არ უერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მისივე თქმით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა არის გაჭირვებაში, იქნება ეს შიდაპარტიული თუ ზოგადად პოლიტიკური პროცესები, სწორედ ამ დროს გამოჩნდება, რომელიმე რუსი პოლიტიკოსი, რომელიც გააკეთებს განცხადებას და ამ განცხადებას ეჭიდებიან, როგორც მაშველ რგოლს და მერე ორი-სამი დღე ტივტივებენ ამ ნიუსით. "მე ლავროვისგან ვერც ქათინაურს ვერ მივიღებ და ვერ შექებას ვერ მივიღებ. მნიშვნელოვანია ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იშველიებს და როგორც წესი, თუ აკვირდებით, როცა ისინი არიან დიდ გაჭირვებაში, ან შიდაპარტიულში ან ზოგადად პოლიტიკურ პროცესში, ისინი აუცილებლად გამოძებნიან ან ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რომ ცოტა ხანი წაიტივტივონ და არ ჩაიძირონ ამ მძიმე პროცესებისას, რომელიც ვითარდება. ეს საეჭვოდ ემთხვევა მუდმივად. კიდევ ვიმეორებ - როცა ნაციონალური მოძრაობა არის მძიმე პროცესებში ან დეგრადირებს მათი რეიტინგი, როგორც წესი, გამოჩნდება რომელიღაც რუსი პოლიტიკოსი, რომელიც გააკეთებს განცხადებას და ეჭიდებიან როგორც მაშველ რგოლს და მერე ორი-სამი დღე ტივტივებენ ამ ნიუსით", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)