|
2023-01-18 17:13:16, 957 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - 12 რეკომენდაციაზეე მუშაობა გრძელდება - არაერთზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე კი გადაწყვეტილებებს ველოდებით
12 პრიორიტეტზე მუშაობა გრძელდება, არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგნლებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ არც ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება და პროგრესი მიღწეული იქნება. "12 პრიორიტეტზე მუშაობა გრძელდება, არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით. სხვა პრიორიტეტებზე ვიცი, რომ პარლამენტში ამ დროისთვის მუშაობა შეწყვეტილია, რადგან საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელებს, როგორებიცაა ვენეციის კომისია და „ოდირი“, მიმართეს მოსაზრებისთვის. ვიცი, რომ როდესაც ეს მოსაზრება მზად იქნება, მუშაობა განახლდება. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია... გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული და კომისიის მოსაზრება იქნება მიღებული საქართველოს ევროპული მისწრაფების სასარგებლოდ. ამ დროისთვის, არ მსურს, პრობლემებთან დაკავშირებით საუბარი, რადგან ეს სამუშაო პროცესია. ვიმედოვნებთ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება არც ერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)