14:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 16:54:34, 1012 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილი ბროვარის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"საშინელი ტრაგედია. ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ახლობელს", - წერს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში და უკრაინის შს მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, 18 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია.

ამასთან, ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის, მისი პირველი მოადგილის, ევგენი ენინის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის სიცოცხლე ემსვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics