06:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 13:06:10, 1397 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში 2 საცხოვრებელ კორპუსს, 7 500 კვ.მ. ფართობზე აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 650 000 ლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკთან“ უკვე 6 წელია ვთანამშრომლობთ და  მათთან პარტნიორობით თელავში ორ - 6 და 7 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ვაშენებთ, რომელიც მწვანე კარკასით ჩაბარდება. ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში. სამომავლოდაც „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობას ვგეგმავთ, და მჯერა, ერთობლივი ძალებით  კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას“, - განაცხადა სამშენებლო დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ბაკურაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ხელშეწყობა წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, მსგავსი სახის პროექტების განხორციელებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ.  გვჯერა რომ მსგავსი მხარდაჭერით ვეხმარებით აღნიშნულ სექტორს განვითარებაში, რეგიონს ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. კომპანია ამჟამად 150 ადამიანს ასაქმებს, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. „დი ბი ეს ჯგუფს“ წარმატებას ვუსურვებთ საქმიანობაში, ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics