18:21 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 12:11:53, 918 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - თუ რომელიმე ჩემს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, გვერდით დავუდგები, მაგრამ კორუფციას არ დავუშვებთ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეებსა და სხვადასხვა სამსახურის უფროსებს მიმართა, რომ კორუფციის მიმართულებით კრიტიკული იყვნენ და მსგავსი ფაქტები არ დაუშვან.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უწყებაში შესაძლო კორუფციული ფაქტები დასაწყისშივე აღმოიფხვრას. 

„ყოველი წლის დასაწყისში ვსაუბრობ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და წელსაც, მინდა, ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდე. მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელების ჩათვლით, ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასე იყო წლების წინ, ასე იქნება ახლაც და მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ და იყოს ამოძირკვული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ყოველთვის მზადაა, გვერდით დაუდგეს თითოეულ თანამშრომელს, რომელსაც დახმარება სჭირდება, მაგრამ კორუფციული ფაქტის მიმართ მკაცრი რეაქცია ექნება.

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ რომელიმე ჩემს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, მზად ვარ, მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, ხელი შევუწყო, მაგრამ ასევე, ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტის მიმართ. არავის არაფერს გავუტარებთ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია და ყველამ კარგად გაითავისოს აღნიშნული საკითხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics