|
2023-01-17 12:27:55, 931 ნახვა
პოლიტიკა
„მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს“ - ექიმებმა სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების რეკომენდაცია არ გასცეს
მკურნალმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა, ის სასამართლო პროცესს დღესაც არ დაესწრება,- აღნიშნულის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დასაწყისში განაცხადა. არევაძემ კლინიკა „ვივა მედიდან“ გაგზავნილი წერილი წაიკითხა, სადაც მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე ფიზიკურად დასწრება სურდა, თუმცა მას ამის უფლება კლინიკის ექიმის რეკომენდაციით არ მიეცა. „მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს“,- წერს სააკაშვილი. როგორც გიორგი არევაძემ განაცხადა, მსჯავრდებულისთვის შეთავაზებული იქნა დისტანციურად ჩართვა, რაზეც მან უარი განაცხადა „ჩვენს მიერ, აღნიშნული მსჯავრდებულისთვის შეთავაზებული იქნა დისტანციურად ჩართვა, რაზეც მან უარი განაცხადა და ითხოვს სასამართლოზე წარდგენას. მკურნალი ექიმის განმარტებით, მსჯავრდებულს არ აძლევს სასამართლოზე ტრანსპორტირების რეკომენდაციას“,- განაცხადა არევაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი ჯეიმს კობი დაიკითხება. გარდა ამისა, როგორც მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, დაცვის მხარე, მოწმეთა დაკითხვის რეგლამენტის განსაზღვრის მიზნით, შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)