14:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 10:37:58, 876 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს კომპანიის ახალი დირექტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ირაკლი ქარქაშაძეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება და პროფილური განათლება აქვს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახალი დირექტორი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ავიაციის განვითარებაში,“ – განაცხადა რომელმაც წარუდგინა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძეს ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მას გავლილი აქვს ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი კრემსის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (MBA) საავიაციო მენეჯმენტში. ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი. მისი სადისერტაციო ნაშრომია „ავიაკომპანიის ლოგისტიკის მენეჯმენტის ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია“. ირაკლი ქარქაშაძე არის პარიზის SKHEMA ბიზნეს სკოლის საერთაშორისო მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების მაგისტრი, ასევე ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამრეწველო ინჟინერიის და მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ნიუ იორკის Candor High School-ში. ბოლო დრომდე, ირაკლი ქარქაშაძე ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა.

აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, რომელიც საქმიანობას ზედამხედველობას უწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics