18:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 15:46:21, 876 ნახვა

პოლიტიკა
სტეფანჩუკი კიკაბიძეზე - მისი მიმინო კიდევ ბევრ თაობას ემახსოვრება

მისი მიმინო კიდევ ბევრ თაობას ემახსოვრება,- ასე გამოეხმაურა უკრაინის "რადას" თავჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას.

სტეფანჩუკის თქმით, მას უყვარდა საქართველო და უკრაინა.

„უკეთეს სამყაროში წავიდა ვახტანგ კიკაბიძე.

მას უყვარდა საქართველო, მას უყვარდა უკრაინა.

მისი მიმინო კიდევ ბევრ თაობას ემახსოვრება.

მის სიმღერას კიდევ დიდხანს იმღერებენ.

მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ "თქვენი წლები თქვენი სიმდიდრეა".

მადლობა ყველაფრისთვის, დიდებულო ბუბა!“,- წერს სტეფანჩუკი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.

19 იანვარს კი მას თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics