09:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 12:14:26, 1377 ნახვა

სამართალი
გიული ალასანიას განცხადებით, უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საკითხზე გამოძიება დაიწყო. 

როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ აღნიშნა, უკრაინის მართლმსაჯულება ძალიან დაინტერესებულია ექსპრეზიდენტის მდგომარეობით. 

"კახექსიური პროცესები გრძელდება და ღრმავდება. რამდენი ხანია ამაზე ექიმები ლაპარაკობენ, ცოტა ხნის წინ ამერიკელი ექსპერტიც ლაპარაკობდა. სახარბიელო მდგომარეობა არ არის. რაც შეეხება მეორე მხარეს, უკრაინის მართლმსაჯულება ძალიან გააქტიურებულია და ძალიან დაინტერესებულია, დაიწყეს ძალიან აქტიურად კვლევა მისი მოწამვლის. უკრაინამ დაიწყო გამოძიება",- განაცხადა გიული ალასანიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics