18:01 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 22:07:37, 2213 ნახვა

სამხედრო
მამულაშვილი - ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ შეიძლება დაგვთრგუნოს

"ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ, შეიძლება, დაგვთრგუნოს, მე მგონი, ზედმეტია. აქ ადამიანები არიან წამოსულები იმისთვის, რომ დაიცვან საქართველო.", - განაცხადა ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ან ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებები ვერ იქონიებს ეფექტს უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე. მან დასძინა, რომ ღარიბაშვილის მთავარიმიზანი მოხალისეთა ნაკადის შეწყვეტა იყო, და ეგეც ვერ შეძლო.

"აქ ნებისმიერი ადამიანი, ვინც წარმოადგენს ქართულ ლეგიონს და ჩვენი წევრია, ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რისთვის იბრძვის. ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ, შეიძლება, დაგვთრგუნოს, მე მგონი, ზედმეტია. აქ ადამიანები არიან წამოსულები იმისთვის, რომ დაიცვან საქართველო.

ასე რომ, ის, რასაც ლაპარაკობს პრემიერმინისტრი, ან ნებისმიერი სხვა წევრი, ვერ იქონიებს ვერანაირ ეფექტს ჩვენზე. მთავარი მიზანი ღარიბაშვილის იყო, შეწყვიტა მოხალისეთა ნაკადი, რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღე გვიერთდება და ესეც ვერ შეძლო, იმიტომ, რომ ბევრად უფრო დიდი ნაკადი წამოვიდა უკრაინისკენ იმის შემდეგ, რაც გააკეთა ეს განცხადებები. არ მოქმედებს ეს არანაირად მებრძოლების საერთო განწყობაზე და არ აქცევენ ყურადღებას ისევე, როგორც მე არ ვაქცევ.", - განაცხადა მამულაშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics