2023-01-12 21:25:38, 1623 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბახმუტისა და სოლედარის დამცველები უზრუნველყოფილი იქნებიან საბრძოლო მასალებით
“ამ ქალაქების [ ბახმუტის და სოლედარის] დამცველი ქვედანაყოფები სასწრაფოდ და შეუფერხებლად უზრუნველყოფილი იქნებიან საბრძოლო მასალებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით.”, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სხდომაზე განიხილეს პარტნიორების მიერ მიწოდებული საომარი ტექნიკით თავდაცვის ძალების გაძლიერების საკითხი.
"ამ ქალაქების დამცველი ქვედანაყოფები სასწრაფოდ და შეუფერხებლად უზრუნველყოფილი იქნებიან საბრძოლო მასალებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით. და ბოლოს, საუბარი იყო შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე ტექნიკითა და იარაღით, რომელიც მოდის პარტნიორებისგან.”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,