|
2023-01-11 22:07:43, 1424 ნახვა
მსოფლიო
Reuters: საბერძნეთმა და მალტამ სანქცირებულ რუსებს მინიმალური თანხები გაუყინა
მალტამ და საბერძნეთმა გაყინეს რუსების აქტივები, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ ბევრად უფრო მცირე თანხით, ვიდრე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში. როგორც Reuters-ი ევროპელი ოფიციალური პირისა და ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება, საუბარია, 147 ათას და 212 ათას ევროზე. ამასთან, ევროკავშირში გაყინული აქტივების მთლიანმა ღირებულებამ 20,3 მილიარდი ევრო შეადგინა. კერძოდ, იტალიამ, ირლანდიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა და ავსტრიამ თითო მილიარდი გაყინეს. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც როიტერს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, საბერძნეთისა და მალტის მიერ მოწოდებულ მოხსენებებს "გარკვევით უცნაური" უწოდა. მისი თქმით, ან ამ ქვეყნებში თავდაპირველად ცოტა რუსული აქტივები იყო, ან ადგილობრივი ოფიციალური პირები „საკუთარ საქმეს არ ასრულებენ“. სააგენტოს თანამოსაუბრემ ასევე აღიარა, რომ მათ იპოვეს გარკვეული ოდენობის რუსული ფული, მაგრამ ყველაფერი ევროკავშირის ხელმძღვანელობას არ მოუხსენებიათ. საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ 212 ათასი ევრო არის ყველაფერი, რაც ევროკავშირის სანქციების სიის საფუძველზე აღმოჩნდა. „საბერძნეთში საინვესტიციო გარემო არ არის ხელსაყრელი რუსული კაპიტალისა და ოფშორული კომპანიების შემოდინებისთვის“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მალტის ხელისუფლებამ სააგენტოს მოთხოვნას არ უპასუხა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი განიხილავს გზებს, გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად. სანქციებში მოქცეული ფიზიკური პირებისა და კომპანიების ქონების გარდა, საუბარია რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილ 300 მილიარდ ევროზეც. სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, შესაძლოა, ევროკავშირის ლიდერებმა ამ საკითხზე სიახლეები გაავრცელონ თებერვლის დასაწყისში უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე კიევში მოგზაურობისას. 2014 წლიდან მალტა გასცემს ეგრეთ წოდებულ ოქროს პასპორტებს: ქვეყნის მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია ინვესტიციით. 2021 წლის მონაცემებით, კუნძულის ეკონომიკაში მინიმუმ 600 ათასი ევროს ინვესტიცია იყო საჭირო და იქ სამი წელი ეცხოვრა. 2022 წლის მარტში მალტამ შეწყვიტა ოქროს პასპორტების გაცემა რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის.
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)