17:33 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 16:14:30, 1603 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ჩავიდა. სახელმწიფოს მეთაურმა ვიზიტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

ზელენსკიმ "მარსის ველზე" ლიჩაკოვის სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

"ლვოვში ვიზიტი ყველაზე მნიშვნელოვანი რამით დავიწყე - უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნის პატივის მიგებით. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაიღო ჩვენი თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას!" - დაწერა ზელენსკიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 

უკრაინის პრეზიდენტმა ლვოვში ასევე საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics