09:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 13:00:00, 1409 ნახვა

სამართალი
„თარჯიმნად მოწვეული პირი არის მიკერძოებული“ - პენიტენციურმა სააკაშვილის პროცესზე ლევან მეტრეველის აცილება მოითხოვა

სასამართლოს მივმართავთ შუამდგომლობით, რომ აცილებული იქნას თარჯიმნად ლევან მეტრეველი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, თარჯიმნად მოწვეული პირი ცალსახად მიკერძოებულია.

"წინა სხდომის შემდეგაც, ბატონი ლევან მეტრეველის, რომელიც ჩვენს პროცესებზე თარჯიმნად მონაწილეობს, განცხადებებს ჰქონდა ადგილი. განცხადებები ეხებოდა პენიტენციურ სამსახურს, მის წარმომადგენლებს და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, თარჯიმნად მოწვეული პირი არის ცალსახად მიკერძოებული და არსებობს აცილების საფუძველი. შესაბამისად, სასამართლოს მივმართავთ შუამდგომლობით, რომ აცილებული იქნას თარჯიმნად ლევან მეტრეველი", - თქვა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი არ დაეთანხმა პენიტენციურის განცხადებას და აღნიშნა, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

"მხარეს ის არანაირად არ წამოადგენს. იგი გაფრთხილებულია ცრუ ან არასწორი თარგმნის და ა.შ. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით თქვენს მიერ. თუ რამე კანონს დაარღვევს ან რამე უკანონობას ექნება ადგილი, დადგება მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მსგავსი რამე მხარეს არ წარმოუდგენია. მხარეს არ დაუსახელებია არც ერთი არგუმენტი, რომ ის არასწორად ან მიკერძოებულად თარგმნის და შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არის უსაფუძვლო და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მოსამართლე გიორგი არევაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა თარჯიმანს მოუწოდა, რომ საჯარო სივრცეში განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობს. პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

შუამდგომლობას წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics