20:44 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 21:43:50, 861 ნახვა

პოლიტიკა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი ხვალ გამოცხადდება

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი ხვალ გამოცხადდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სხდომა  მთავრობის ადმინისტრაციაში,  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჯაველიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, კომისიის სხდომაზე დღეს ასევე დაამტკიცეს კომისიის დებულება.

„კომისიის დებულებაში მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება კანდიდატების შერჩევა. კომისიის დებულება განთავსდება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე და ყველა იმ კანდიტატს, ვინც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მონაცემები და ინფორმაცია 25 იანვრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ნასამართლევი, აქვთ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემაში, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ასევე სამართალდამცავ სისტემაში და სარგებლობენ საკმაოდ მაღალი რეპუტაციით", - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics