20:44 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 18:10:05, 936 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - რუსეთმა მიიღო სარგებელი იმით, რომ დღეს საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი არ აქვს

"სახელმწიფო, რომელმაც სარგებელი მიიღო იმით, რომ დღეს საქართველოს არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი, არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც ამ პერიოდში განავითარა თავისი ღრმაწყლოვანი პორტები.", - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, საქართველოში ჩამოსულ ამერიკელ გენერალ ბენ ჰოჯესთან, შეხვედრისას ისაუბრა. 

მისივე თქმით, 300 მილიონი დოლარი არის სწორედ ის თანხა, რომელიც სახელმწიფომ ანაკლიის პორტში უნდა ჩადოს იმ შემთხვევაში, თუ მას 51%-იანი მონაწილეობა სურს ამ პროექტში, სახელმწიფო ბიუჯეტში კი ასეთი თანხა არ არსებობს.

"ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემებზე, როგორ უნდა განმტკიცდეს საქართველოს უსაფრთხოება, როგორ დაჩქარდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში. ვისაუბრეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

300 მილიონი დოლარი, რომელიც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს უნდა 51%-იანი მონაწილეობა ამ პროექტში, სახელმწიფო ბიუჯეტში ასეთი თანხა არ არსებობს. 

სახელმწიფო, რომელმაც სარგებელი მიიღო იმით, რომ დღეს საქართველოს არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი, არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც ამ პერიოდში განავითარა თავისი ღრმაწყლოვანი პორტები.",  - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics