16:03 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-08 13:35:30, 951 ნახვა

საზოგადოება
ვაკარჩუკი სააკაშვილს - გისურვებთ, არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან

გისურვებთ, არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინული ჯგუფის Океан Ельзи-ის სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მიწერა.

წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ვაკარჩუკი ექსპრეზიდენტს "ყველა განსაცდელის დასაძლევად, ფიზიკურ და სულიერ ძალას" უსურვებს.

"ძვირფასო მიხეილ, შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და რაც მთავარია, ჯანმრთელობას.  პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას, ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ.

მე არ ვამბობ "გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ, არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან. ღმერთი გფარავდეთ!", - ნათქვამია ვაკარჩუკის წერილში.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics