22:02 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-07 01:22:59, 990 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ქრისტეშობის დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად მიიჩნევა.

„ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! იესო ქრისტეს შობამ მთელი კაცობრიობისათვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, კაცთა შორის სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა. ამიტომაც მიიჩნევა მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს“, -აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics