|
2023-01-05 22:52:40, 1494 ნახვა
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ადასტურებს ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს
"საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ ადასტურებს ცნობილი ქართველი ტრანსგენდერის ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს - ამის შესახებ, "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებაში უთხრეს, საქართველოს კონსული ბელგიაში მუდმივ კავშირზეა ბელგიელ სამართალდამცველებთან. "საქართველოს კონსული ბელგიაში მუდმივ კავშირზეა ბელგიელ სამართალდამცველებთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ ადასტურებს ცნობილი ქართველი ტრანსგენდერის ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს. დიპლომატიური უწყება არკვევს ბელგიელ სამართალდამცველებთან ერთად არსებულ სიტუაციას. უწყება ახალი ინფორმაციის მიღებისთანვე ცნობას გაავრცელებს."- უთხრეს "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიზა ქისტაური წამებით არის მოკლული და დედას შვილის დაზიანებული სხეულის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნეს. ამავე ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ მისმა პარტნიორმა მოკლა, რომელთან ერთადაც იყო გაუჩინარებული დეკემბრის ბოლო დღეებიდან. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან მისი მეგობრები, ლიზა ქისტაურთან კავშირი 2 იანვრის შემდეგ გაწყდა. სოციალურ მედიაში ვრცელდება ლიზას გაუჩინარების კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც მას და მის მეგობარს თავს დაესხნენ, თავდასხმის შედეგად მასთან მყოფი ადამიანი გარდაიცვალა და ლიზა იმალება უსაფრთხოების მიზნით, სანამ სამართალდამცველები თავდამსხმელს იპოვიან და დააკავებენ - ოჯახის მხრიდან არც ეს ვერსიაა დადასტურებული.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)