05:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-03 17:34:15, 1641 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის საცხოვრებელი უბანი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის, ქალაქი კურახოვოს საცხოვრებელი უბანი დაბომბეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კირილენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ორი დაშავდა. 

„რუსებმა კურახოვოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს - მათ საცხოვრებელ უბანს დაარტყეს, წინასწარი ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა. ერთი ჭურვი პირდაპირ მაღალსართულიან შენობას მოხვდა. გარდა ამისა, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა“,- განაცხადა კირილენკომ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics