11:58 - 08 May, 2026
|
2022-12-30 10:21:14, 1456 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - რუსეთის ომის დანაშაულებები დაუსჯელი არ დარჩება
რუსეთის ომის დანაშაულებები დაუსჯელი არ დარჩება, - ასე ეხმაურება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო იერიშს. როგორც ბორელი Twitter-ზე წერს, EU-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელი იქნება. „კიდევ ერთი უაზრო და მასიური რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე, განურჩევლად ანადგურებს ინფრასტრუქტურას და სამედიცინო დაწესებულებებს, განზრახ ირჩევს სამიზნეს და კლავს სამოქალაქო პირებს. რუსეთის ომის დანაშაულებები დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება", - ბორელი. შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა გუშინ, 29 დეკემბერს უკრაინის რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი კიევი დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)