23:05 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 09:21:57, 1279 ნახვა

პოლიტიკა
ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც  საქართველოსა და უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ბიუჯეტი 2023 წლის სექტემბრამდე უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც 9 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარების ხარჯებს მოიცავს, 16 მილიარდი ეკონომიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ საჭიროებებს მოხმარდება.

გარდა ამისა, 12 მილიარდი დოლარით უნდა შეივსოს აშშ-ის არმიის რეზერვები.

7 მილიარდს კი ვაშინგტონი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების დაფინანსებას მოახმარს.

ამასთან, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics